Group 42899

არჩევანის გამარტივებისთვის ველის სილამაზისა და თავის მოვლის ბიზნეს ლიდი - გვანცა კიკნაველიძე, თავის შერჩეულ სურნელოვან პროდუქტებს გიზიარებს, რომლებიც იდეალური საჩუქარია, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვა ადამიანებისთვის.

“ნიშ პარფიუმერიის სამყაროში 2014 წელს შევაბიჯე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ საოცარი სამყაროა! ამ ბლოგში მსოფლიო ტრენდებთან მიახლოებული ათეული შევარჩიე, რომელსაც მე ვიყენებ, ან ხშირად ვურჩევ ხოლმე, როცა საჩუქრის რეკომენდაციისთვის მომართავენ” - გვანცა კიკნაველძე


  10 სურნელოვანი პროდუქტი, რომელსაც სილამაზე & მოვლის ბიზნეს ლიდი გირჩევს

Screenshot 2025-07-09 at 16.04.49

Byredo Bibliotheque

არ მიყვარს ნეიტრალური სურნელი, ამიტომ ყოველთვს ისეთ სუნამოს ვარჩევ, რომელსაც ინტენსიური სურნელი აქვს. ძირითადად უპირატესობას ხისებრ - ხილისებრ არომატებს ვანიჭებ, ინგრედიენტებიდან კი ატამს, მუშკს, სანდლის ხესა და ფაჩულს.თუ ინტენსიური არომატი მოგწონს და დასამახსოვრებელ სუნამოს ეძებ - Byredo Bibliotheque შენთვის იდეალური არჩევანია.

იყიდე
musc___200915.jpg

Diptyque Musk Classic

სანთელი არასოდეს არის ზედმეტი. ვფიქრობ, იდეალური საჩუქარია, როცა არ იცი ადამიანს რა აჩუქო. როდესაც საჩუქარს ვარჩევ, მნიშვნელოვანია რომ თავადვე ვიყო კმაყოფილი არჩევანით, რადგან სიმბოლური საჩუქრები არ მიყვარს. ადრესატს არამხოლოდ ნივთს, არამედ ემოციას ჩუქნი - ემოციასა და მოგონებას კი სურნელი საუკეთესოდ გადმოსცემს.

იყიდე
Screenshot 2025-07-09 at 16.08.12

Eight & Bob Annicke 4

ეს პროდუქტი ყვავილოვან ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა ჩემთვის ხილისებრ ხისებრ არომატსაც ატარებს, სადაც ხის ნოტები ვანილისა და ხილის ნოტებს იდეალურად ერწყმის. განსაკუთრებით, აბაზანის შემდეგ ოდნავ ნამიან სხეულზე. სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე და ვთვლი, რომ ყოველდღიურად საკმაოდ სასიამოვნოდ გამოსაყენებლია.

იყიდე
Screenshot 2025-07-09 at 16.14.40

Histoires de Parfums 1969

ეს ბრენდი, მისი სრული არსით მიყვარს. სუნამოს თითოეულ დასახელებას უნიკალური ისტორია აქვს და არომატებიც ისტორიის კვალდაკვალ შეიქმნა. მაგალითად ეს სუნამო 1969 წელს, საფრაგენთში მომხდარ სექსუალურ რევოლუციას მიეძღვნა. არ მახსენდება შემთხვევა, როცა ეს სუნამო ვინმეს ვურჩიე ან ვაჩუქე და არჩევანმა არ გაამართლა. ალბათ, ერთადერთია, რომელიც უკვე 10 წელია ჩემთვის შუცვლელ არომატად რჩება.

იყიდე
862425000207-23

Vilhelm Parfumerie The Oud Affair

თუ საჩუქრად მიმზიდველ, აღმოსავლურ ხისებრი არომატის სუნამოს ეძებ - Vilhelm Parfumerie The Oud Affair - კარგი არჩევანია. სუნამო უნისექსია, თუმცა განსაკუთრებით კარგი საჩუქარი იქნება ნებისმიერი მამაკაცისთვის.

იყიდე
Screenshot 2025-07-09 at 15.44.01

Carner Barcelona Casa Mar Sea Room Perfume

ალბათ, სახლი ყველასთვის ის ადგილია, სადაც საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა და მოვლენების მშვიდად გაანალიზება შეგვიძლია - სწორედ ასეთი ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარება ეს სურნელი.

იყიდე
Screenshot 2025-07-09 at 15.40.14

Woods Copenhagen მკვებავი სხეულის ზეთი

სხეულის სურნელოვან დამატენიანებელს თუ ეძებ, გირჩევ Woods Copenhagen-ის ეს მკვებავი ზეთი სცადო.

იყიდე
Screenshot 2025-07-09 at 15.42.40

L'Occitane 86 Intense Amber Almond სხეულის დამატენიანებელი კრემი

სუნამოს იმის მიხედვით ვარჩევ თუ სხეულის რომელი პროდუქტი მაქვს გამოყენებული. ეს კრემი ძალიან კარგი ბაზაა სურნელისთვის.

იყიდე
Screenshot 2025-07-09 at 16.00.25

WIDIAN All Over Black II

თმის სუნამოები ყოველდღიურად უფრო პოპულარული პროდუქტი ხდება პარფიუმერიაში. შენს ყოველდღიურ სუნამოსთან ერთად თმის სუნამოს გამოყენება მის ინტენსივობას უფრო გაზრდის და სურნელიც ბევრად უფრო შესამჩნევი გახდება.

იყიდე
Screenshot 2025-07-09 at 16.02.34

Zarkoperfume Pink Molecule 090.09

ყოველდღიურად, თან სატარებლად იდეალური ზომის სუნამოა ყვავილოვანი ხისებრი არომატით, რომელიც ნებისმიერი ზომის ჩანთაში მარტივად დაიკავებს ადგილს.

იყიდე